იმის ფონზე, რომ მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე გუნდების რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება, ჩემპიონატები დამატებითი ადგილებისთვის ბრძოლას აგრძელებენ - განახლებულ რეიტინგში, საუკეთესო შედეგი ისევ იტალიას აქვს - 15.571 ქულა. ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე, სერია ა-დან 5 გუნდი იქნება წარმოდგენილი. ამ წუთისთვის უეფას სამივე ტურნირზე, იტალიის 7 გუნდი ასპარეზობს, რაც საუკეთესო შედეგია. რეიტინგში მეორე ადგილზე გერმანიაა 14.500 ქულით ( მეორე ადგილიც ერთ დამატებით გუნდს ნიშნავს), მესამე პოზიციაზე კი ინგლისია, 13.875 ქულით.
დანარჩენი ქვეყნების კოეფიციენტები ბოლო განახლებით ასე გამოიყურება:
ქულების დათვლა სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა არსებული მონაცემებით, იტალიას თითქმის გარანტირებული აქვს დამატებით ერთი ადგილი. ქულების დათვლა უეფას ევროტურნირებზე მიღწეული წარმატებით განისაზღვრება.
შეგახსენებთ, დღეს, თბილისის დროით, 15:00 საათზე, ევროპის და კონფერენს ლიგის წილისყრა გაიმართება.