იმის ფონზე, რომ მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე გუნდების რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება, ჩემპიონატები დამატებითი ადგილებისთვის ბრძოლას აგრძელებენ - LIVE რეჟიმში, საუკეთესო შედეგი იტალიას აქვს, რომელსაც 15.000 ქულა აქვს, რომლის ფონზეც, მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე სერია ა-დან 5 გუნდი იქნება წარმოდგენილი. მეორე ადგილზე გერმანიაა 14.071 ქულით - მეორე ადგილიც პლიუს ერთ დამატებით გუნდს ნიშნავს.
დანარჩენი ქვეყნების კოეფიციენტები კი ბოლო მონაცემებით ასე გამოიყურება:
ქულების დათვლა სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, შესაბამისად, არც იტალიას და არც გერმანიას, ამ წუთისთვის, პლიუს ერთ გარანტირებული ადგილი არ აქვთ. ქულების დათვლა უეფას ევროტურნირებზე მიღწეული წარმატებით განისაზღვრება.