რიო ფერდინანდმა კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის მომენტი გაიხსენა. 2003 წლის 6 აგვისტოს გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში "წითელმა ეშმაკებმა" წააგეს 1:3 ლისაბონის სპორტინგთან და იმ თამაშში სწორედ ახალგაზრდა პორტუგალიელი ვინგერი ბრწყინავდა.
ალექს ფერგიუსონს "ლომების" გარემარბის მიმართებაში თავდაპირველად ჰქონდა სხვა გეგმები - განათხოვრების წესით მისი კიდევ ერთი სეზონით დატოვება ალვალადეზე, მაგრამ 18 წლის ვინგერმა ოლდ ტრაფორდის ბინადრებზე მოახდინა იმდენად დიდი შთაბეჭდილება, რომ ის იმ დღესვე თან წაიყვანეს.
"სპორტინგთან მატჩის შემდეგ, ფერგიუსონს საათნახევარი ველოდებოდით. ვკითხულობდით, თუ სად დაიკარგა ჩვენი მწვრთნელი. აღმოჩნდა, რომ ალექსი მთელი ეს დრო მოლაპარაკებებს მართავდა რონალდუსა და მის აგენტთან. ჩვენ მტკიცედ გვქონდა გადაწყვეტილი: კრიშტიანუს გარეშე არ წავიდოდით."









