"ძალიან მახარებს და რა თქმა უნდა, ვამაყობ ამით. რუნის ბევრი თამაში მინახავს — ის იყო შესანიშნავი ფეხბურთელი და ლეგენდა. ასე რომ, როცა ის შენზე მსგავს რამეს ამბობს, ცხადია, ეს მოტივაციად უნდა მიიღო", - განაცხადა ჩაკვეტაძემ რუნის შექებაზე.
რატომ მოეწონა რუნის ჩაკვეტაძე? - უეინის პლიმუთი ქართველი შემტევის უოტფორდს 23 ნოემბერს დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.
იმ შეხვედრაში ჩაკვეტაძემ კარგად ითამაშა, 2 დრიბლინგი გააკეთა, მეტოქის კარს 2-ჯერ შეუტია და 26-დან 23 ზუსტი გადაცემა გააკეთა. ამ მატჩში ის ძირითადად მარცხენა ფლანგიდან მოქმედებდა.

ამასთან ერთად, როგორც წესი, მწვრთნელები მატჩისწინა თეორიაზე მეტოქე გუნდის ბოლო ორ თამაშს უყურებენ ხოლმე, ბოლომდე შეისწავლიან და ამ შესწავლილ ანალიზს ფეხბურთელებს ამცნობენ.
შესაბამისად, პლიმუთთან თამაშამდე, რუნიმ უოტფორდის ბოლო 2 შეხვედრა შეისწავლა, სადაც ჩაკვე ასევე ბრწყინვალე იყო. მაგალითად, ოქსფორდთან მატჩში ქართველმა 7.3 შეფასება მიიღო, 4 დრიბლინგი გააკეთა, 3 საკვანძო გადაცემა და 4 დუელი მოიგო.
ინგლისის ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში ჩაკვეს ანგარიშზე ერთი გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, შექმნილი მომენტები კი ჩემპიონატში საუკეთესოა.











