რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას ნიურნბერგში გააგრძელებს.
მოგეხსენებათ, ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი მიროსლავ კლოზეა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლოჩოშვილი ჩვენი გუნდის ფეხბურთელი გახდა. როცა ის გასახდელში შემოდის, ბნელდება ხოლმე"
ამ სიტყვებით კლოზემ ლოჩოშვილის სიმაღლეზე გაამახვილა ყურადღება. 1.92 მეტრის სიმაღლის ლოჩოშვილს ეროვნულ ნაკრებში უკვე 23 მატჩი მოუგროვდა.









