Ligue 1-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოოლმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
"როცა კვარაცხელია მოედანზეა, ის არის იქ, რომ ითამაშოს და თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინოს და არა იმისთვის, რომ ინსტაგრამზე ფოტოს დადებაზე იფიქროს.
როდესაც მისი თამაში პირველად ვნახე, ფრენკ რიბერის ორეული მეგონა, თამაშის სტილით ძალიან ჰგავს. კვარა ლეო მესის მსგავსად სწრაფია", - განაცხადა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ეროვნული ნაკრების წინა მატჩებში თავი გამოიჩინა და გოლი ჯერ თურქეთს გაუტანა, შემდეგ ბულგარეთს.









