მიუხედავად იმისა, რომ რონალდუ იქაც შედეგიანი იყო, საბოლოოდ გუნდიდან წასვლა სკანდალურად მოუწია და მანჩესტერის ხელმძღვანელობითა და მწვრთნელით დღემდე უკმაყოფილოა.
იმ წელს, მანჩესტერის მთავარ მწვრთნელად რალფ რანგნიკი დაინიშნა, რონალდუმ კი მას მალევე 3 მთავარი ულტიმატუმი წაუყენა.
პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ახალ მწვრთნელს თავიდანვე უთხრა, რომ 5 მატჩიდან 4-ში ის ძირითად შემადგენლობაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო.
ასევე, მას მოედანზე მაქსიმალურად დიდი დრო უნდა გაეტარებინა და არ უნდა შეეცვალათ - რონალდუმ რალფ რანგნიკს ეს მოთხოვნაც წაუყენა.
ბოლო და მთავარი კი ისაა, რომ რონალდუმ კატეგორიული უარი განაცხადა გუნდის განაცხადში შეყვანაზე, თუ მწვრთნელი მას ძირითადში არ დააყენებდა. ფეხბურთლმა აღნიშნა, რომ თამაშის სათადარიგოთა სკამიდან ყურებას, სახლიდან ყურება ერჩივნა.
საბოლოოდ, ყველაფერი ცუდად დასრულდა, რონალდუმ გუნდიდან წასვლის შემდეგ მანჩესტერზე არასასიამოვნო განცხადებები გააკეთა, რანგნიკიც გააკრიტიკა და თქვა, რომ ის მწვრთნელი არ არის.











