ჩემპიონთა ლიგის ფაზის მესამე ტურში ლივერპულმა გასვლაზე ფრანკფურტის აინტრახტი 5:1 გაანადგურა. ამ გამარჯვებით, დასრულდა მერსისაიდელთა 4-თამაშიანი წაგებათა სერია. შეხვედრის დამთავრების შემდეგ, კომენტარი გააკეთა ინგლისური გუნდის დამრიგებელმა, არნე სლოტმა.
"გვჭირდებოდა გამარჯვება, თუმცა უფრო მეტად გვჭირდებოდა თამაში, რომელშიც ბევრ მომენტს შევქმნიდით. დღეს სწორედ ასე მოხდა. ეს შეხვედრა ხასიათის გასაუმჯობესებლად ნამდვილად მისწრება იყო. გამოვიარეთ რთული პერიოდი, მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შეგვიძლია.
ახალ ფეხბურთელებს შეთამაშებისთვის მეტი დრო სჭირდებათ. ბევრს ვშრომობთ, იმისთვის, რომ მივაღწიოთ შედეგს, რომელსაც გულშემატკივრები ჩვენგან ითხოვენ."









