მხარეებს შორის პირველი კონტაქტი შედგა, მეტიც, თუ გავლენიან გამოცემებს დავუჯერებთ, ჰამბურგისთვის რუდ ვან ნისტელროი #1 სამიზნეა. ბუნდესლიგა 2-ის ბინადრებმა, მთავარი მწვრთნელი სტეფან ბაუმგარტი გუნდიდან, რამდენიმე საათის წინ გაუშვეს. განიხილება რამდენიმე ვარიანტი, თუმცა ნისტელროის კანდიდატურა მათთვის ყველაზე მისაღებია. ნიდერლანდელს ჰამბურგში კარგად იცნობენ — რუდი გერმანიის ერთ-ერთი უძველესი გუნდის ღირსებას 2010/11 სეზონში იცავდა, რა დროსაც 36 მატჩში, 12 გოლის გატანა მოახერხა.
ნიდერლანდელის მიმართ ინტერესს ლესტერიც იჩენს. "მელიებმა" სტივ კუპერი გუნდიდან ჩელსისთან მარცხის შემდეგ გაუშვეს და როგორც ინგლისურ პრესაში იწერება, კინგ ფაუერის ბინადრები, რუდ ვან ნისტელროის კანდიდატურასაც განიხილავენ.
ფაქტია, 48 წლის სპეციალისტის გარშემო საუბრები არ წყდება და დიდი შანსია ნიდერლანდელი ახალ გუნდში მალე ვიხილოთ.









