რუსეთ-უკრაინის ომის გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს და ბელარუს სპორტსმენებს ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება ნეიტრალური დროშით მისცა. ამასთანავე, IOC რუსი და ბელარუსი სპორტსმენების საკითხს ინდივიდუალურად შეისწავლის და მხოლოდ ამის შემდეგ დართავს ოლიმპიადაზე მონაწილეობის ნებას.
რუსმა ძიუდოისტებმა ლიცენზია 14-დან 14 წონაში მოიპოვეს, თუმცა, IOC-მა 10 მათგანი რუსეთის არმიის მხარდაჭერის გამო დაბლოკა — აღნიშნულ გადაწყვეტილებას რუსეთის ძიუდოს ფედერაციამ უსამართლო უწოდა და პარიზის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა.









