ემპოლის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა საბა საზონოვმა ბოლო ვარჯიშზე მარჯვენა მუხლზე ჯვარედინი იოგები დაიზიანა. ემპოლის განცხადებაში მეტი ინფორმაცია აღნიშნული არ არის, მაგრამ როგორც წესი, ასეთი ტრავმის დროს ფეხბურთელებს 6-დან 9-თვემდე სჭირდებათ რეაბილიტაცია.
საბა საზონოვი ემპოლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა, ის ტორინოდან იჯარის წესით გადმოვიდა. ქართველ ცენტრალურ მცველს ტოსკანურ კლუბში დებიუტი ჯერ არ ჰქონია.
LaGazzetta.ge საბას სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს!