ბრაზილიელი ცენტრალური მცველი აცხადებს, რომ "შავ-ლურჯების" ცენტრბექმა რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენა, ბრალდებული მხარე კი დანაშაულს უარყოფს. იმ შემთხვევაში, თუ 36 წლის უკანახაზელს ბრალი დაუმტკიცდება, მეაცას სტადიონის კარები მისთვის დაიხურება, კლუბს ასე აქვს გადაწყვეტილი.
სიმონე ინძაგის ნომერ პირველი სამიზნე არის მიუნხენის ბაიერნის ცენტრალური მცველი, კიმ მინ ჯე, რომელიც ბუნდესლიგაში ვერ თამაშობს ისე ხარისხიანად, როგორც შარშან ნაპოლიში. ინტერი გეგმავს კორეელი უკანახაზელის იჯარით აყვანას, "რეკორდმაისტერის" უარის შემთხვევაში კი კლუბი გეგმა ბ-ზე გადავა.
ალტერნატიულ ვარიანტად მოიაზრება ვესტ ჰემის ცენტრალური მცველი, კონსტანტინოს მავროპანოსი. ბავარიის ცენტრბექის სატრანსფერო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 60 მილიონს, მაშინ, როდესაც ბერძენი უკანახაზელის გაფორმება მილანელებს 15-20 მილიონი დაუჯდებათ. შეგახსენებთ იმასაც, რომ "ნერაძურიმ" ზაფხულისთვის უკვე დაიბევა პიოტრ ჟიელინსკი და მეჰდი ტარემი.











