ქართველი გულშემატკივარი ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილსაც ელოდა, თუმცა საუკეთესო მეკარედ მაიკ მენიო დასახელდა.
ამ გადაწყვეტილებამ ესპანელებიც გააკვირვა, ესპანური პრესა აღნიშნავს, რომ საუკეთესოთა შორის გიორგი მამარდაშვილის და დანი კარვახალის ადგილი უნდა ყოფილიყო.

"სად არიან მამარდაშვილი და კარვახალი? - კარვახალმა ესპანეთის ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა. კარვახალი ევროპის ჩემპიონატის კი არა, ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთ ფავორიტად შეიძლება მივიჩნიოთ, ის კი სიმბოლურშიც არ შეიყვანეს და მის ნაცვლად კაილ უოლკერი მოხვდა, რომელსაც დანიმ ფინალში მოუგო.
მამარდაშვილი ჯგუფურ ეტაპზე ცალსახად საუკეთესო მეკარე იყო და საქართველოს ნაკრების წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მან ჩემპიონატზე ყველაზე მეტი სეივი გააკეთა. გასაგებია, რომ საფრანგეთის ნაკრების მეკარემ, მენიომ მხოლოდ 3 ბურთი გაუშვა, თუმცა მამარდაშვილის პერფორმანსი გაცილებით ღირებული იყო. მარტო ის რად ღირს, პორტუგალიასთან აუღებელი ბურთი ცხრიანიდან რომ ჩამოხსნა", - წერენ ესპანური გამოცემები.











