ლა ლიგის გასულ ტურში ალავესი საკუთარ მოედანზე ვალენსიას დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი ალავესმა თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა. დანიშნულ პენალტს კი დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კამათი გამოიწვია.
ნაწილი თვლის, რომ მამარდაშვილის მხრიდან დარღვევა არ იყო და პენალტი არ უნდა დანიშნულიყო, ნაწილის აზრით კი ქართველმა მეკარემ ბურთზე არ ითამაშა.
"არ მესმის, რატომ დაინიშნა პენალტი. დარღვევა არ ყოფილა. თვითონ ალავესის ფეხბურთელებმაც მითხრეს, რომ პენალტი არ იყო. მსაჯის ამ გადაწყვეტილებას ვერასდროს გავიგებ", - განაცხადა მამარდაშვილმა.









