"მილანს ისეთი თავდამსხმელი სჭირდება, რომელიც ბურთის გარეშე ბევრს იმოძრავებს. ჩემი აზრით, ზირკზეს გაფორმება იდეალური ვარიანტი იქნებოდა. ამის გარდა, "როსონერის" სჭირდება ჭკვიანი შუახაზელი, განაპირა მცველი და ცენტრბექი. რაც შეეხება პიოლის, იმედია, ის დარჩება", - განაცხადა იტალიის ნაკრების ექს-ტაქტიკოსმა.
Serie A
საკი: "მილანისთვის იდეალური ფორვარდი შევარჩიე"

ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ მილანის ამჟამინდელ შემადგენლობაზე ისაუბრა. მან თავის ყოფილ გუნდს ურჩია თავდამსხმელის, ცენტრალური ნახევარმცველის, განაპირა მცველისა და ცენტრალური მცველის ყიდვა. იტალიელი ექს-ტაქტიკოსი "როსონერის" ფორვარდის პოზიციაზე ჯოშუა ზირკზეს ურჩევს.










