"უჩვეულო იყო მათი ასეთ ვითარებაში ხილვა. ზოგადად, კლოპს არ ახასიათებს თავის შეგირდებთან ჩხუბი, ისევე როგორც სალაჰს არ ახასიათებს კონფლიქტურობა. მო უბრალოდ იმედგაცრუებული იყო იმის გამო, რომ მოედანზე პირველივე წუთებიდან არ გამოვიდა. რაც არ უნდა იყოს, სამწუხაროა, რომ ლივერპულში ასეთი რაღაც მოხდა.
ეგვიპტელ თავდამსხმელს მერსისაიდში შთამბეჭდავი კარიერა აქვს, თუმცა მისი დრო იწურება. ვფიქრობ, ზაფხულში ის აქაურობას დატოვებს", - განაცხადა "წითლების" ყოფილმა შუახაზელმა.
შეგახსენებთ, უკვე თითქმის ერთი წელია, რაც ეგვიპტის ეროვნული გუნდის კაპიტნის სახელს საუდის არაბეთის კლუბებს უკავშირებენ.











