"სალაჰი მომავალი სეზონიდან საუდის არაბეთის ჩემპიონატში ითამაშებს. კონტრაქტი უკვე გაფორმებულია", - განაცხადა ყოფილმა ეგვიპტელმა თავდამსხმელმა. შეგახსენებთ, რომ "ფარაონების" ლიდერის მოქმედი ხელშეკრულება ლივერპულთან 2025 წლამდე არის გათვლილი. მას მსურველები აზიიდან ჯერ კიდევ გასული ზაფხულიდან ჰყავს.
ეგვიპტის ნაკრების კაპიტანი მერსისაიდში 2017 წლიდან თამაშობს, ამ დროის განმავლობაში მან 333 შეხვედრა ჩაატარა და 205 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონის ბოლოს, "წითლებს" დატოვებს იურგენ კლოპი, აქედან გამომდინარე, 31 წლის ფორვარდის პრემიერ ლიგიდან წასვლა ასევე აქტუალური გახდა.











