უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ დაგეგმილ მატჩებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, "ლურჯ-ყვითლებისა" გარდა, "ჯვაროსნების" მოწინააღმდეგეები ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უნგრეთი და ჩრდილოეთ ირლანდია იქნებიან.
"ვფიქრობ, ყველა მეტოქე ნაკრები ძლიერია. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ისევ საქართველოა, თუმცა საერთო ჯამში, თანაბარი ჯგუფია. მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოდ, ამისთვის კი კარგად მომზადებაა საჭირო. ყველაზე უსიამოვნო მეტოქე? არ ვიცი, მაგრამ უნგრეთთან შეხვედრა არ მინდოდა."
"ჯვაროსნები" პირველ მატჩს ჩაატარებენ 25 სექტემბერს, "მწვანეების" წინააღმდეგ.ერთა ლიგაზე სომხეთის ნაკრებთან მატჩისშემდგომ მომხდარი ინციდენტის გამო, ჩვენი ეროვნული გუნდი აღნიშნულ შეხვედრას უმაყურებლოდ ჩაატარებს.









