საქართველოს ნაკრებში ჩატარებული წარმატებული მატჩების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელებმა ტოპ მატჩები კლუბებშიც ჩაატარეს.
ზურიკო დავითაშვილის სტ.ეტიენმა ლილი 1:0 დაამარცხა და სეზონის პირველი მატჩი მოიგო. დავითაშვილმა საგოლე გადაცემა გააკეთა და ლიგა 1-ის მე-4 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
საბა გოგლიჩიძის ემპოლი იტალიის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბს იუვენტუსს დაუპირისპირდა და უგოლო ფრე ითამაშა. ამაში დიდი წვლილი ემპოლის ახალგაზრდა მცველმა საბა გოგლიჩიძემ შეიტანა. 20 წლის მცველმა ტურინელთა წინააღმდეგ 90 წუთი უშეცდომო მატჩი ჩაატარა.

მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ბუდუ ზივზივაძემ. ბუდუს კარლსრუემ შალკეს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი ზივზივაძის ანგარიშზეა. 6 გოლით ის ბუნდესლიგა 2-ის ბომბარდირია.
გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი ქოვენთრის დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა. ჩაკვეტაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა და მე-80 წუთზე მოედანი ტრავმის გამო დატოვა. საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-8 ტურში კრაკოვია პოგონს შეხვდა და 2:1 დაამარცხა. კრაკოვიას ქართველმა მცველმა ოთარ კაკაბაძემ საგოლე გადაცემა მიითვალა.
საგოლე გადაცემით გამოირჩა გიორგი წიტაიშვილიც. წიტას გრანადა ელჩეს დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა. ქართველმა შემტევმა მოედანზე 78 წუთი დაჰყო. მეორე გოლი სწორედ მის ჩაწოდებას მოჰყვა.
ლევან შენგელიას ოფი არისს დაუპირისპირდა და 3:2 გაიმარჯვა. ოფის ქართველმა შემტევმა ლევან შენგელიამ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. გამარჯვება მოიპოვა კვიპროსულმა არისმაც, სადაც თავი გიორგი ქვილითაიამ გამოიჩინა. ჟორჟ მიქაუტაძე ლანსთან შეცვლაზე შევიდა. ლიონისა და ლანსის მატჩი უგოლოდ დასრულდა.
ლეგიონერების წარამტებული უიქენდი ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ვერ ჩაივლიდა. კვარას ნაპოლიმ კალიარი სტუმრად 0:4 დაამარცხა. გუნდის ქართველმა ლიდერმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა.










