ქართველი ხმლით მოფარიკავე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგის ლიდერია. ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში, ხმლით მოფარიკავეთა შორის სანდრო ბაზაძე 225 ქულით პირველ ადგილზეა.
ქართველმა მოფარიკავემ, 2025 წელს თბილისში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და ამ გამარჯვებით სანდრო ბაზაძე გახდა პირველი ხმლით მოფარიკავე მსოფლიოს ჩემპიონი ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს ისტორიაში.
ასევე სანდრომ მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების კომპლექტი შეივსო, ქართველს აქამდე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ჰქონდა მოპოვებული.
სანდრო ბაზაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია. 2023 წელს ქართველი ევროპული თამაშების გამარჯვებული გახდა. ბაზაძის ანგარიშზე სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირიდან არაერთი მედალია.









