შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმაც, რომელმაც პარკეტზე 15:42 წუთი გაატარა. ამ დროში 25 წლის მძიმე ფორვარდმა 9 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს და 2 მოხსნითაც გამოიჩინა თავი.
პარკეტზე საუკეთესო სან ანტონიო სპურსის ლეგიონერი ვიქტორ ვემბანიამა იყო, რომელმაც 34 ქულა ჩააგდო, 14 მოხსნა შეასრულა და 6 პასითაც მოამარაგა გუნდელი.
მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო ტურში ვაშინგტონ უიზარდს დაუპირისპირდება. მატჩი 14 ნოემბერს, თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა









