შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმაც, რომელმაც პარკეტზე 10:40 წუთი გაატარა. ამ დროში 25 წლის მძიმე ფორვარდმა 10 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს და 1 შედეგიანი პასითაც გამოიჩინა თავი. მამუკელაშვილის სათამაშო დრო და შედეგიანობა, თამაშიდან თამაშამდე იზრდება.
MAMU TURN US UP!!! pic.twitter.com/Vmm12T1pDs
— San Antonio Spurs (@spurs) November 1, 2024
პარკეტზე საუკეთესო სან ანტონიოს მოთამაშე ვიქტორ ვემბანიამა იყო, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო, 9 მოხსნა შეასრულა და 7 პასითაც მოამარაგა გუნდელი.
მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო ტურში მინესოტა ტიმბერვულვზს დაუპირისპირდება. მატჩი 3 ნოემბერს, თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა









