შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმაც, რომელმაც პარკეტზე 7:50 წუთი გაატარა. ამ დროში 25 წლის მძიმე ფორვარდმა ერთი 3-ქულიანი ჩააგდო, 5 მოხსნაც შეასრულა და 1 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
პარკეტზე საუკეთესო ოკლაჰომას მოთამაშე ლუგენტს დორთი იყო, რომელმაც 20 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს, 6 მოხსნა შეასრულა და 1 პასითაც მოამარაგა გუნდელი.
მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო ტურში იუტა ჯაზს დაუპირისპირდება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა









