მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გააკეთა.
ნაკრების მზადებაზე
- ძალების აღსადგენად 4-5 დღე გვქონდა, ზოგმა ფეხბურთელმა აღდგენა ბოლომდე შეძლო, ზოგმა კი ვერა, თუმცა ამ დროისთვის, 26-ვე ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაშია. დღეს კიდევ ერთი ვარჯიში გვექნება, ხვალ კი ისეთივე კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ, როგორც ლუქსემბურგთან.
საბერძნეთის ნაკრებზე
- როცა გავიგეთ, რომ ბერძნებს ვეთამაშებოდით, ვიცოდით, წინ რთული მატჩი გველოდა ორი მიზეზის გამო: ერთი მიზეზი ის არის, რომ მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მეორე კი ის, რომ ეს ფინალია და ფინალში ნებისმიერ მეტოქესთან მძიმე მატჩი გვექნებოდა.
აქვს თუ არა საქართველოს ნაკრებს გამარჯვებულის მენტალიტეტი?
- ოცნება ყველას შეუძლია, მაგრამ თუ ამისთვის არაფერი გააკეთე, შედეგი არ იქნება. მოგების მენტალიტეტი მხოლოდ ფინალიზე არაა დამოკიდებული. მოგება არის ის, როცა გამარჯვებისთვის რაიმეს აკეთებ. ჩემს ფეხბურთელებს ბევრი რამის მიმართ შეხედულება უკეთესობისკენ შეეცვალათ, რაც ძალიან სასიამოვნოა.
ჩაკვეტაძესა და ქოჩორაშვილზე
- აღსადგენად საკმარისი დრო იყო. ფეხბურთელები მზად არიან, რომ 120 წუთი ითამაშონ. ჩაკვეტაძემ და ქოჩორაშვილმა ინდივიდუალურად ივარჯიშეს, რათა სხეული დიდი დატვირთვებისთვის მოემზადებინათ.
ვინ იქნება ძირითად შემადგენლობაში?
- ნაკრებში 26 ფეხბურთელია, საიდანაც 3 განაცხადს მიღმა დარჩება. წინასწარ ვერ გეტყვით, ვინ ითამაშებს და ვინ არა, თუმცა ყველა მზად არის იმისთვის, რომ სასტარტოში იყოს. მთავარი ის არის, რომ თამაში ყველას სურს და ყველა მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს წარამტებაში.
ემოციური სიტყვები გასახდელში
- როდესაც ხედავ, რომ შენი ნაკრები კარგად ასრულებს იმ გეგმას, რომელიც დავისახეთ, სასიამოვნოა. ლუქსემბურგთან თამაშის შემდეგ ამაყი ვიყავი. ფეხბურთელებისთვის ყველაფერი გასახდელში უნდა მეთქვა - ეს ჩემი საქმე იყო.










