მოგეხსენებათ, უკრაინასთან შეხვედრაში კიტეიშვილი ტრავმის გამო შეცვლას ითხოვდა და ბოლო 10 წუთი ფეხნატკენმა ითამაშა.
"კიტე ხვალინდელი თამაშისთვის სრულად მზადაა. უკრაინასთან მატჩში მისი ტრავმა დაღლილობის ბრალი უფრო იყო. ძალები აღიდგინა და სათამაშოდ მზადაა", - განაცხადა სანიოლმა.
ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებებს შორის 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება.









