მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრებმა მიიღო ესპანეთის ეროვნული გუნდი, რომელთანაც 0:4 განადგურდა. "ლა როხამ" შეხვედრის პირველ ნახევარშივე შეაგდო 3 ბურთი: მიკელ ოიარსაბალის, მარტინ ზუბიმენდისა და ფერან ტორესის გოლებით.
მეორე ტაიმში რეალ სოსიედადის თავდამსხმელმა დუბლი გაიფორმა. "წითლები" ითამაშებენ მსოფლიო ჩემპიონატზე, "ჯვაროსნებმა" კი მუნდიალზე მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგეს. ჩვენი ეროვნული გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას სტუმრად ბულგარეთთან ჩაატარებს.
საქართველო 0:4 ესპანეთი
გოლები: 0:1, 0:4 მიკელ ოიარსაბალი 11', 63', 0:2 მარტინ ზუბიმენდი 22', 0:3 ფერან ტორესი 34'.









