მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩამდე 1 თვით ადრე, ბილეთების რეალიზება დაიწყო და როგორც მოსალოდნელი იყო, მოთხოვნა საკმაოდ დიდი იყო.
გაყიდვიდან დაახლოებით 4 საათში, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა და დინამო არენა სრული ანშლაგის მოლოდინშია.
საქართველოსა და თურქეთის მატჩი 4 სექტემბერს გაიმართება. 7 სექტემბერს საქართველო ბულგარეთს უმასპინძლებს. ამ მატჩის ბილეთების გაყიდვა 7 აგვისტოს დაიწყება.









