საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს, 12 საათზე, დაიწყება და თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება - ბილეთების ფასი 10, 20, 30 და 50 ლარი იქნება.
შეგახსენეთ, რომ ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები პლეი-ოფის ფინალში გავა, სადაც საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.











