საქართველოსთან მოგებული 1:0 მატჩის შემდეგ კომენტარი ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ გააკეთა.
"ბევრჯერ ვთქვი და ახლაც ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრებს უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს და გამართულ ფეხბურთს თამაშობენ როგორც 5 მცველით, ისე 4 მცველით. მათი მწვრთნელი ვილი სანიოლი დიდებული სპეციალისტია.
რთული მატჩი იყო, მაგრამ მოვიგეთ და ბედნიერი ვარ. წინ კიდევ ორი მატჩია და იქაც გამარჯვებას შევეცდებით. რა არ უნდა მოხდეს, ბოლო ტურამდე ჯგუფში დაძაბულობა იქნება და ნებისმიერ გუნდს ნებისმიერთან შეეძლება მოგება.
საქართველომ ორივე მატჩი ერთნაირად წააგო — ყველაფერი ერთმა მომენტმა გადაწყვიტა. ასე იყო უკრაინასთანაც და ჩვენთანაც. მარცხი არ ნიშნავს იმას, რომ ქართველებმა ტაქტიკურად ვინმესთან რამე დათმეს.
მადლობა, რომ ჩვენ ჰიმნს ტაში დაუკარით, ეს ფეხბურთია და მთავარი ერთმანეთის პატივისცემაა", - განაცხადა სილვინიომ.

იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი