ლადო კილასონიას შეგირდები ზაფხულში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან.
დაგეგმილი მატჩების შესახებ, საქართველოს 20-წლამდელე მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ ისაუბრა:
“წინა ორმა მოსამზადებელმა ეტაპმა ისე ჩაიარა, რომ მხოლოდ ზაფხულის დასაწყისში, ზედ ჩემპიონატის წინ გვქონდა თამაშები, ახლა კი ამის საშუალება თებერვალშიც გვექნება და ეს ძალიან კარგი სიახლეა. სამხრეთ აფრიკელების სტუმრობა სრულადაა მორგებული ჩვენი ლეგიონერების დასვენების გრაფიკზე და ეს კიდევ ერთი კარგი სიახლეა. თებერვლის ბოლოს საფრანგეთის ესპუარების ჩემპიონატში დასვენებაა და თუ ყველაფერი კარგად იქნება, აფრიკელებთან არც ლეგიონერების დიდ ნაწილს მოვისაკლისებთ. ეს თამაშები იქნება ადრეული წინგადადგმული ნაბიჯი დიდი მოსამზადებელი შეკრების წინ.
სამხრეთ აფრიკის ნაკრები ყოველთვის არის თასის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი, რომელიც ძალიან ფიზიკური გუნდია და გამოირჩევა აგრესიული და უსწრაფესი დაცვით. ყოველთვის კარგია, როდესაც მოსამზადებელ ეტაპზე ასეთი დონის გუნდს ეთამაშები, რადგან ის გაჩვენებს სრულს სურათს. ეს შეხვედრები ძირითადად სასელექციო პროცესს დაეთმობა, თუმცა აუცილებლად უნდა ვიფიქროთ სათამაშო სტრუქტურასა და ტაქტიკურ მონახაზზე. გვექნება ანალიზის შესაძლებლობა და შევეცდებით, მოთამაშეებთან ერთად ვიპოვოთ ის სათამაშო სტილი, რომელიც ჩემპიონატზე წარმატებას მოგვიტანს," - განაცხადა ლადო კილასონიამ.

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები აფრიკელ თანატოლებს 23 თებერვალს “ავჭალაზე” 16:00 საათზე, ხოლო 28 თებერვალს “ლელო არენაზე” 15:00 საათზე ეთამაშებიან.