ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გამართულ ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
აღნიშნულ ტურნირზე, ჩემპიონები დიმიტრი ხაჩიძე (-60 კგ.) და ანრი ხოზრევანიძე (-67 კგ.) გახდნენს — ხაჩიძემ ფინალში ისრაელის წარმომადგენლები ფეტენე დაამარცხა, ხოლო ხოზრევანიძემ ნეიტრალური დროშის ქვეშ მოჭიდავე მაკარანკას მოუგო.
55 კგ. წონით კატეგორიაში ოქრომდე ერთი ნაბიჯი დააკლდა კობა ქარუმიძეს, რომელიც ფინალურ ორთაბრძოლაში ამიროვთან დამარცხდა. რომეო ბერიძე (-63 კგ.), ლუკა გაბისონია (-97 კგ.) და საბა ჩილაშვილი (-130 კგ.) კი ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.
ორი ოქროს, ერთ ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 2025 წლის ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები U23 ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია









