2024 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ქართველმა ძიუდოისტებმა ასპარეზობა 1/4 ფინალიდან დაიწყეს, სადაც უნგრეთი 4-1 დაამარცხეს, ხოლო შემდეგ 1/2 ფინალში საფრანგეთთან 4-2 წააგეს და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთვნენ.
ბრინჯაოსთვის ბრძოლის ფინალში ერთმანეთს საქართველოს და გერმანიის ნაკრებები შეხვდნენ, სადაც გამარჯვება (4-1) ქართველ ძიუდოისტებს დარჩათ - საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია











