როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, 28 წლის ფეხბურთელი ირაკლი რუხაძე კარიერას აჭარულ კლუბში გააგრძელებს. კლუბი ინფორმაციას ოფიციალურად უახლოეს საათებში დაადასტურებს.
რუხაძე ბოლოს უზბეკურ ოკმკ-ს შემადგენლობაში თამაშობდა, თუმცა იქამდე, თელავის, სამგურალისა და სამტრედიას მაისურით ეროვნულ ლიგაში გამორჩეული იყო.
ამ ტრანსფერით დინამო ბათუმმა ახალი სეზონისთვის დაკომპლექტება ფაქტობრივად დაასრულა და სეზონის პირველი მატჩისთვის ემზადება, რომელსაც გუნდი 2 მარტს, დინამო თბილისის წინააღმდეგ გამართავს.









