საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ლეგიონერი შეემატა: ამერიკელმა კამარ ბოლდუინმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ის მზადაა, საქართველოს ნაკრების ღირსება დაიცვას. ახლა საბოლოო სიტყვა მთავარ მწვრთნელზე, სერბ ალეკსანდარ ჯიკიჩზეა, რომელსაც მომავალი სანაკრებო მატჩებისთვის ორ ამერიკელს შორის შეუძლია არჩევანის გაკეთება – კამარ ბოლდუინთან ერთად საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება აქვს ქართული პასპორტის მქონე ჯო ტომასონსაც, რომელმაც უკვე ითამაშა ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ტურნირის საწყის 2 მატჩში.
კამარ ბოლდუინი გამთამაშებელია ესპანური ბასკონიას ღირსებას იცავს. 27 წლის მოთამაშე იქამდე თურქული ტურკ ტელეკომის, გერმანული გიოტინგენისა და იტალიური ტრენტოს ღირსებას იცავდა.
კამარ ბოლდუინი ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ წამყვან კონფერენცია – Big East-ში თამაშობდა, სადაც ბატლერის უნივერსიტეტის გუნდის ღირსებას იცავდა და 4 სეზონის განმავლობაში საშუალოდ მოგროვებული 17 ქულითა და 3 პასით ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის რამდენჯერმე მოხვდა კონფერენციის სიმბოლურ ხუთეულში.
წყარო: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ლეგიონერი შეემატა









