საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩი გამართა. ჩვენმა გუნდმა ოლიმპიურ სასახლეში საუდის არაბეთის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში უმასპინძლა. შეხვედრა28-28 დასრულდა. (პირველ მატჩში სტუმრებმა 23-37 მოიგეს).
საქართველოსნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ, პირველი შეხვედრისგან განსხვავებით,სადაც საქართველოს B ნაკრები ათამაშა, ამჯერად მოედანზე უმთავრეს გუნდი გაიყვანა, თუმცა ოპტიმალური შემადგენლობის გარშე,
გიორგი ცხოვრებაძემ და ერეკლე არსენაშვილმა ვირუსის გამო ვერ ითამაშეს, რაც შეეხება საქართველო-საბერძნეთის მატჩის დროს მაისში დაშავებულ ნაკრების კაპიტანს თეიმურაზ ორჯონიკიძეს, ის ჯერაც რეაბილიტაციას გადის და ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს.
დაძაბული მატჩში გუნდიდან საუკეთესო იყო გიორგი დიხამინჯია, რომელმაც 15 ბურთი გაიტანა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე სლოვენიაში გაემგზავრება, სადაც ქუვეითთან და ალჟირთან ორი ამხანაგური შეხვედრა ექნება.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს მალმოში (შვედეთი), 17 იანვარს ხორვატიასთან შეხვედრით დაიწყებს, 19 იანვარს მასპინძელ შვედეთს დაუპირისპირდება, ხოლო 21 იანვარს ნიდერლანდებთან მატჩია ჩანიშნული.
საქართველოს ნაკრები:რუხაძე, ლაპიაშვილი (3), ხელისუფალი, რუსტამოვი, ხარებაშვილი, არეშიძე (3), კბილაშილი (1), ზარნაძე, ცინცაძე, მამულაშვილი (1), ბიბლაია, გოგავა (1), იმნაძე, კალანდაძე, გრიშიკაშვილი (1), გავაშელიშვილი (3), დიხამინჯია (15), მელიავა.









