ახალგაზრდა უკრაინელი მცველის, გლიბ კატკოვის ოჯახი საქართველოში მას შემდეგ ჩამოვიდა, როცა დონეცკში ომი დაიწყო, შვილიც ფეხბურთზე საქართველოში შეიყვანეს.
კატკოვი ინტერის აკადემიაში თამაშობდა და როგორც LaGazzetta.ge-სთვის არის ცნობილი, მომავალი სეზონიდან ქუთაისის ტორპედოში ითამაშებს..
თუ 1.5 წლის წინ, კატკოვის მამა ამბობდა, რომ თავის შვილს უკრაინის ნაკრებში თამაში სურდა, ამჟამინდელი სურათი განსხვავებულია - კატკოვმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და 17-წლამდე ნაკრებშიც ითამაშა.
კატკოვს აქვს პოტენციალი, კიდევ უფრო განვითარდეს და მაღალ დონეზე ითამაშოს. 16 წლის ფეხბურთელი შეკრებას ტორპედოსთან ერთად გაივლის და დიდ გამოცდილებას მიიღებს. მომავალი სეზონიდან ის იმერული კლუბის სრულფასოვანი წევრი იქნება.













