ფინალურ დაპირისპირებაში, რომელიც თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, ბორჯღალოსნებმა ესპანეთის ნაკრები 46-28 დაამარცხეს. აღნიშნულ მატჩში 3-3 ლელო ვანო კარკაძემ და აკაკი ტაბუცაძემ გაიფორმეს, ხოლო თითო ლელო ვასილ ლობჟანიძემ და ნიკა აბულაძემ დადეს.
აღანიშნავია, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მე-17 ტიტული მოიპოვა, რაც აბსოლუტური რეკორდია.









