ევრობასკეტის C ჯგუფის ბოლო მატჩი ესპანეთმა საბერძნეთთან 86:90 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა და ევრობასკეტის მოქმედმა ჩემპიონმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია. ამ წაგებით საქართველოს ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფში თამაში უფლება მოიპოვა.
ჩვენი გუნდი მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება. მატჩი 7 სექტემბერს რიგაში გაიმართება.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი სენსაციური გამარჯვებით დაიწყო, ესპანეთს 83:69 მოუგო. ხმაურიანი სტარტის შემდეგ, ჩვენმა გუნდმა იტალიასთან 78:62 და საბერძნეთთან 53:94 წააგო. კვიპროსს კი დიდი სხვაობით, 61:93 მოუგო. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ბოსნია და ჰერცევროგოვინასთან 84:76 წააგო და სწორედ საბერძნეთის გამარჯვებაზე იყო დამოკიდებული საქართველოს შემდეგ ეტაპზე თამაში.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ზედიზედ, მეექვსე ევრობასკეტზე ასპარეზობს. თბილისში გამართულ ჯგუფურ ეტაპზე, 2022 წელს აღნიშნულ ტურნირზე ჩვენმა გუნდმა ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლო.
საქართველოს ნაკრების ოფიციალური შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე:
რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე, კახა ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი.









