ჩეხეთის ნაკრებზე
"წინა შეხვედრა ანგარიშით 4:1 მოვიგეთ, თუმცა ახლა სულ სხვა გარემო და დატვირთვაა. იმის შემდეგ 2 თვე გავიდა და ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენს თავზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა კიდევ ერთხელ გავიმარჯვოთ."
დაცვაში თამაშზე
"ყველა თამაში განსხვავებულია. ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთმა ბევრი მომენტი შეგვიქმნა, რასაც ვერ ვიტყვით თბილისში ჩატარებულ მატჩზე. ხვალ ისინი საკუთარ მოედანზე ითამაშებენ და რა თქმა უნდა, შეგვიტევენ. ჩვენ კი დაცვაში კარგი თამაში გვმართებს."
მენტალობაზე
"გამარჯვება საბერძნეთთან, ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა - ესენი უკვე წარსულია და ხვალინდელ მატჩზე უნდა ვიფიქროთ, თუმცა, რა თქმა უნდა, წინა მატჩები ძალიან გვეხმარება, რომ დიდი თამაშების მოგების გამოცდილება მივიღოთ."
ტაქტიკურ გეგმებზე
"რა თქმა უნდა, ტაქტიკური გეგმა ბევრი გვაქვს, თუმცა ზოგი რამდენად გამოდის, ეს მეორე საკითხია. ფაქტია, ყველა ნაკრებისთვის უხერხული მეტოქეები ვართ, მათ შორის ჩეხეთისთვისაც."
ჯგუფიდან გასვლის შანსებზე
"როცა გავიგეთ, რომ ამ ჯგუფში ვიყავით, თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული თამაშები გველოდა და შემდეგ ეტაპზე გასვლა მარტივი არ იქნებოდა. საგოლე მომენტების შექმნით საქართველო ყველა ნაკრებზე უკეთესია და ფაქტია, ამ კომპონენტში გამორჩეულები ვართ. დანარჩენს ხვალინდელი მატჩი გვაჩვენებს."









