შესარჩევი ეტაპის პლეიოფის ფინალში, ჯვაროსნებმა დინამო არენაზე საბერძნეთი მიიღეს და მეტოქე თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:2 დაამარცხეს.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში იასპარეზებს, სადაც თურქეთს, ჩეხეთსა და პორტუგალიას შეხვდება - მატჩები გერმანიაში ჩატარდება.
საქართველოს ნაკრების განრიგი ევროპის ჩემპიონატზე:
თურქეთი V საქართველო - 18 ივნისი, დორტმუნდი;
საქართველო V ჩეხეთი - 22 ივნისი, ჰამბურგი;
საქართველო V პორტუგალია - 26 ივნისი, გელზენკირხენი;
ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრილი 24 ნაკრები 6 ჯგუფშია გადანაწილებული, საიდანაც 1-2 ადგილოსნები 1/8 ფინალში გავლენ, ხოლო დარჩენილ 4 ადგილს საუკეთესო მესამეადგილოსნები გაინაწილებენ. ტურნირი 14 ივნისს აიღებს სტარტს და 14 ივლისს დასრულდება.











