დღეს ეროვნულმა ნაკრებმა 21-კაციანი შემადგენლობით ივარჯიშა, ხოლო სამწვრთნელო პროცესს ხვალ გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდებიან.
"ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის. მთავარია, ყველა ჯანმრთელად შევხვდეთ ლუქსემბურგთან მატჩს. ერთმანეთი გვჭირდება ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა ერთად ვიქნებით. ფეხბურთი აერთიანებს საქართველოს. ვფიქრობ, საინტერესო ერთი კვირა გველის და მინდა მივმართო გულშემატკივარს, რომ ისევ ისე გვიგულშემატკივრონ, როგორც აქამდე გვიჭერდნენ მხარს" - გურამ კაშია.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის 1/2 ფინალში, საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს უმასპინძლებს. მატჩი დინამო არენაზე 21 მარტს გაიმართება. წარმატების შემთხვევაში, საქართველო ფინალურ მატჩს კვლავ დინამო არენაზე, 25 მარტს ჩაატარებს და საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ლუქსემბურგთან მატჩისთვის:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი);
დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა);
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია);

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია











