შეჯიბრში სუპერლიგის თერთმეტივე და “ა” ლიგის 5 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მერვედფინალებამდე გაიმართება ერთმატჩიანი საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელშიც “ა” ლიგაში წლეულს შემოსული გუნდები – კასპის “გრიფინი” და თავისუფალი უნივერსიტეტი შეხვდებიან. მათ შორის გამარჯვებული თასის გათამაშების მე-16 მონაწილე იქნება.
მერვედფინალსა და მეოთხედფინალში ორმატჩიანი სერიები ჩატრდება. გუნდები შინ და სტუმრად თითო მატჩს გამართავენ და ჯამში საუკეთესო შემდეგ ეტაპზე გავა. მეოთხედფინალის გამარჯვებულები ოთხთა ფინალში გავლენ, სადაც ნახევარფინალი და ფინალი თითო მატჩიანი იქნება.
მერვედფინალის მეტოქეები გათამაშების ბადე წილისყრის შედეგად შეირჩა. გუნდები 4 კალათში განაწილდნენ. პირველში სუპერლიგის მიმდინარე ცხრილის 5 მოწინავე მოხვდა, რომლებიც მეოთხე კალათის (ა ლიგის) გუნდებს დაუწყვილდნენ. მეორე და მესამე კალათაში კი სუპერლიგის ცხრილში შესაბამისად 6, 7, 8 და 9, 10, 11 ადგილებზე გასული გუნდები განთავსდნენ, რომლებიც წილისყრით ერთმანეთს დაუწყვილდნენ.
წილისყრის შედეგები და მეოთხედფინალური სერიების კალენდარი:

შეგახსენებთ, გასულ წელს საქართველოს თასის გამარჯვებული თსუ ზედიზედ მეორედ გახდა.









