მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ეს ბულგარელების პირველი ქულები იყო საკვალიფიკაციო ეტაპზე და მათ ერთწლიანი მოუგებელი სერია დაასრულეს.
შესაბამისად, საქართველოსთან გამარჯვებამ ბულგარელი გულშემატკივრები გაახარა და საინტერესო გამოხმაურებაც გამოიწვია.
"საქართველოს ტექნიკური ფეხბურთელები მოედნიდან გავაქრეთ, ეს პოზიტივის ნიშნებია"
"დღევანდელი გამარჯვება ბულგარეთის ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო"
"ამ მატჩის პოზიტივი მხოლოდ პირველი 30 წუთი იყო, დანარჩენი იყო მხოლოდ დაცვაზე ვფიქრობდით"
"საქართველოსთან მოგება არის იმედი, რომ მომდევნო წელი ჩვენთვის წარმატებული იყოს"
"ბრავო! ეს იყო ცუდი წლის კარგი დასასრული"









