"შემიძლია დავწერო 200-გვერდიანი წიგნი იმის შესახებ, თუ როგორი იყო ბალოტელისთან ერთად ინტერნაციონალეში მუშაობა. ეს იქნებოდა კომედია და არა დრამა, რადგან მარიო მხიარული ბიჭია. მახსოვს, ერთხელ ის დავიბარე სასაუბროდ ოფისში, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ის არ გამოცხადდა. დავურეკე და ვკითხე, თუ რა ხდებოდა, აღმოჩნდა, რომ იტალიელი ფორვარდი მონცაში იყო.
"მონცაში ვარ, აქ ფორმულა 1-ის რბოლა ტარდება. თქვენი ნახვა შემიძლია ყოველდღე, რბოლა კი იტალიაში წელიწადში ერთხელ ტარდება", - ასეთი პასუხი გამცა ინტერის ფორვარდმა. მის შესახებ კიდევ ბევრი რაღაცის გახსენება შეიძლება", - განაცხადა სტამბოლური კლუბის სპეციალისტმა.











