ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში, ბაიერნმა ლაციო 3:0 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში (3:1) შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა. შეხვედრის შემდეგ, რომაული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ კომენტარი გააკეთა.
"მეტოქის მეორე გოლის შემდეგ სხვა თამაში დაიწყო. პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა იყო, მაგრამ ტემპი ვერ შევინარჩუნეთ და დავმარცხდით - განსაკუთრებით მძიმე იყო პირველი ტაიმის ბოლოს გაშვებული გოლი. საერთო ჯამში, ჩემპიონთა ლიგაზე ლაციოს თამაშს პოზიტიურად შევაფასებ, რადგან უფრო მეტი მატჩი მოვიგეთ, ვიდრე წავაგეთ" - მაურიციო სარი.
შეგახსენებთ, რომ ბაიერნმა ლაციოს ჰარი კეინისა და ტომას მიულერის გოლებით მოუგო. ინგლისელმა ფორვარდმა რომაელებს დუბლი შეუსრულა.
Champions League
სარი: "მეტოქის მეორე გოლის შემდეგ სხვა თამაში დაიწყო"











