რომის ლაციოს მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ სერია ა ევროპის დანარჩენ ტოპ ჩემპიონატებს შეადარა. მისი აზრით, იტალიის პირველობა ჩამოუვარდება პრემიერ ლიგას, მაგრამ დანარჩენი ლიგების დონეზეა. შეგახსენებთ, რომ იტალიელ დამრიგებელს ინგლისში მუშაობის გამოცდილება აქვს, ის ლონდონის ჩელსის თავკაცობდა
"იტალიურმა ფეხბურთმა რთული პერიოდი გამოიარა, თუმცა არ მიმაჩნია, რომ სერია ა დანარჩენ ტოპ ჩემპიონატებზე სუსტია. დიახ, პრემიერ ლიგა ეკონომიკური თვალსაზრისით წინ არის, მაგრამ სხვა ლიდერები დაახლოებით ერთ დონეზე არიან. ესპანეთსა და გერმანიაში რამდენიმე ტოპ კლუბია, საფრანგეთში მხოლოდ ერთი.
სერია ა-ში ლა ლიგისა და ბუნდესლიგის მსგავსი ვითარებაა", - განაცხადა "ბიანკოჩელესტეს" მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ მისი გუნდი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თამაშობს. "არწივების" მეტოქე არის მიუნხენის ბაიერნი. პირველ მატჩში მოგება თავის ანგარიშზე სწორედ იტალიელებმა ჩაიწერეს.











