"მის პროგრესს თვალს დეტალურად ვადევნებთ. მე ძირითადად თამაშებზე და პრესკონფერენციებზე ვარ, ხანდახან ბიჭებთან ერთადაც ვარჯიშობ ხოლმე, შესაბამისად, მისი (მამარდაშვილის) თამაშის ყურება ბოლო ტურში ვერ მოვახერხე, მაგრამ სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ კარგი მატჩი ჰქონდა. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის სიურპრიზი არ არის, რადგან მის შესაძლებლობებში ეჭვი არ გვეპარებოდა და კარგად ვიცოდით, რომ მისი სახით მაღალი დონის მეკარეს ვიფორმებდით."
გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის ბოლო ტურში ვალენსია მარცხისგან სასწაულებრივად იხსნა. "ღამურებმა" ხეტაფესთან, რომ 1 ქულა აიღეს, ეს თავიდან ბოლომდე ქართველი მეკარის დამსახურება იყო.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი









