ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა გააკრიტიკა ჟოან ლაპორტა, მიზეზი - დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები. ერთ-ერთ ასეთ ნაბიჯად ესპანელი ბიზნესმენი მიიჩნევს სახელფასო ჭერის დაწევის მიზნით ინიგო მარტინესის გაშვებას და შემდეგ, ჟოაუ კანსელუს დაბრუნებას.
"ჩვენს სპორტულ გეგმას უახლოეს დღეებში წარვადგენთ. ფლიკს სჭირდება სტაბილურობა და თუ ის კმაყოფილია ბარსელონას ამჟამინდელი მდგომარეობით, ჩვენი პროექტისგან ის საერთოდ აღფრთოვანებული დარჩება. ის, რასაც აკეთებს ლაპორტა, სტაბილურობისგან შორს არის.
ჟოანმა სახელფასო ჭერის დაწევის მიზნით გაუშვა ინიგო და ამ ყველაფერს სტაბილურობა უწოდა. რა გააკეთა მან შემდეგ? სასოწარკვეთაში ჩავარდნილმა "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა დააბრუნა კანსელუ, რადგან ჰანსის უკანახაზში არავითარი არჩევანი არ ჰქონდა."









