მათ ჰყავთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის და ოქროს ბურთის მოგების მთავარი ნომინანტი - ჯუდ ბელინგემი, ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ფილ ფოდენი, გოლეადორი ჰარი კეინი და სხვები.
მთავარი მწვრთნელი გარეთ საუთგეითიც გრძნობს, რომ მის ნაკრებს წარმატების მიღწევა შეუძლია და ევრო 2024-სთვის ნაკრებს დამატებითი კომფორტის ზონა შეუქმნა.

კერძოდ, ინგლისის ნაკრები ცენტრალურ გერმანიაში დასახლდება. Spa & GolfResort Weimarer Land-ში, რომელიც გაშენებულია გოლფის მოედანზე. გუნდი მთელი ტურნირის განმავლობაში იქ იქნება. ინგლისის ნაკრებს თამაშები კიოლნში, გელზენკირხენში და ფრანკფურტში აქვს, ვარჯიშები კი იმ სასტუმროს ტერიტორიაზე ექნებათ, სადაც დასახდლებიან. სასტუმროს 2 სრუალად იზოლირებული დიდი მოედანი აქვს.
მას ასევე აქვს ორი საცურაო აუზი, საუნა და სათამაშო ოთახი, თავისუფალ დროს ფეხბურთელები გოლფის თამაშითაც დაკავდებიან, განსაკუთრებით ჰარი კეინი, რომელიც ამ სპორტის დიდი მოყვარულია. ცნობილია ისიც, რომ სასტუმროს ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო მზარეული და ფეხბურთელები კარგი კვებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

ინგლისის ნაკრებს ეს ყველაფერი დაახლოებით 800 ათასი ფუნტი უჯდება, თუმცა ყველანაირი პირობაა იმისა, რომ ფეხბურთელების მთელი ყურადღება ევროპის ჩემპიონატზე იყოს გადართული.
არის კიდევ ერთი აკრძალვა - ინგლისის ნაკრების ფეხბურთელების ცოლები და მეგობარი გოგონები ამ სასტუმროდან მინიმუმ 20 მილის რადიუსში დასახლდებიან და ტურნირის პერიოდში, ფეხბურთელებთან პირდაპირი კომუნიკაცია არ შეეძლებათ. ეს გამოწვეულია იმით, რომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, როცა ვიქტორია ბექჰემი მის მეორე ნახევართან, დევიდ ბექჰემთან იყო ხოლმე, ამ ფაქტმა პრესაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
გერმანიაში წასვლამდე, ინგლისის ნაკრები 3 და 7 ივნისს, საკუთარ ქვეყანაში ამხანაგურ მატჩებს ბოსნიისა და ისლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს.










