ოფიციალურად: მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სათამაშო კომპანია Electronic Arts (EA) 55 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ გაიყიდა! მყიდველთა კონსორციუმში შედიან საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდი (PIF), Silver Lake და ჯარედ კუშნერის Affinity Partners.
EA ცნობილია ისეთი ბესტსელერი თამაშების შექმნითა და გამოქვეყნებით, როგორიცაა EA FC (რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც FIFA), The Sims და Mass Effect. ეს ისტორიაში ყველაზე დიდი ბერკეტული გამოსყიდვაა, სადაც შესყიდვის მნიშვნელოვანი ნაწილი ფინანსდება სესხებით. საუდის არაბეთი აფართოებს სათამაშო ინდუსტრიის არეალს, რაც EA-ის შესყიდვაც ადასტურებს.
EA პასუხისმგებელია ისტორიაში ყველაზე დიდი თამაშების სერიებზე — მისი საფეხბურთო სიმულატორები, რომლებიც ამჟამად ცნობილია როგორც EA FC, პირველად 1993 წელს გამოვიდა, მას შემდეგ კი 325 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ხოლო რაც შეეხება The Sims, ამ თამაშის 200 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა, Need For Speed-ის კი 150 მილიონზე მეტი. ეს გარიგება იქნება კიდევ ერთი დიდი განაცხადი საუდის არაბეთისგან, რომელიც ბოლო წლებში ამ ინდუსტრიაში სულ უფრო და უფრო ძლეირდებოდა.















